ქუთაისში, ტაბიძისა და მალანიას ქუჩების კვეთაზე, ყოფილი ციხის ტერიტორიაზე
მოსახლეობა ქვეწარმავლებისა და მღრღნელების მომრავლებას უჩივის. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისას შენობის კედლის ნაწილი ორ ადგილზე ჩამოიშალა. მათივე განმარტებით, კედლის შლა გრძელდება, რაც ადგილობრივებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.
ადგილობრივები ტერიტორიის შეწამვლასა და კედლის ჩამოშლილი ფრანგმეტების აღდგენას ითხოვენ.
ქუთაისის ვიცე-მერის ნინო თვალთვაძის განცხადებით, შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მისივე განმარტებით, არსებობს დაინტერესებული ინვესტორი და იგეგმა ნაგებობის პრივატიზება.