საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით 2019 წლის საგაზაფხულო სესიები თბილისში ჩატარდება. რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც ქუთაისში პარლამენტი აღარ იფუნქციონირებს.
საკანონმდებლო ორგანოს თბილისში სრულად გადასვლა იანვრიდან იგეგმება. ჩუგოშვილის განცხადებტ, პარლამენტის თბილისში გადასვლის შემდეგ შენობა უფუნქციო არ იქნება და მას დატვირთვას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუძებნის.
პარლამენტის თბილისში გადატანის მიზეზად დამატებით ხარჯების თვიდან აცილება და პარლამენტარიზმისა და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება სახელდება.