“ქართული ოცნების” დეპუტატი იმედა საღინაძე ოპოზიციონერ დეპუტატზე გია უკლებაზე ფიზიკურ ძალადობას უარყოფს.
“საკრებულოს დეპუტატისაგან ოჯახის გინება რამდენადაა გამართლებული. მე მასზე ფიზიკურად არ მიძალადია. ძალადობა არ ყოფილა, გამოწვევა იყო,”-განაცხადა იმედა საღინაძემ.
შეგახსენებთ, რომ გია უკლებას უმრავლესობის წევრმა სხდომის დაწყებამდე, ფოიეში სცემა.
როგორც “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრი, გია უკლება აცხადებს, დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოს დარბაზში დაიწყო და უმრავლესობის წარმომადგენლები მას სხდომაზე ყოფნის უფლებას არ აძლევდნენ. საქმის გარჩევამ ფოიეში ამის შემდეგ გადაინაცვლა. როგორც უკლება განმარტავს, დაპირისპირების მიზეზად მმართველი ძალა მის მიერ სალომე ზურაბიშვილსა და ამომრჩეველზე დაწერილ პოსტს ასახელებს. უკლებას აზრით, აღნიშნული ოცნების წარმომადგენლების განაწყენების რეალური მიზეზი არ არის და რეალურად ჩხუბი ქალაქის მერის კრიტიკას მოჰყვა.
მოჰყვება თუ არა დღევანდელ ინციდენტს სამართლებრივი დავა უცნობია.