ავტომობილებიდან გარევაჭრობა პარკირების წესების დარღვევად აღარ ჩაითვლება.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა საკითხს მხარი საკრებულოს სხდომაზე დაუჭირეს.

პარკირების წესში ცვლილებები მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა. ცვლილების თანახმად, ავტომანქანებიდან გარევაჭრობა ამიერიდან საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვად ჩაითვლება.

“დაჯარიმება მოხდება გარევაჭრობის ან საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვის კუთხით. საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვა 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს,”-განაცხადა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ.

ქუთაისში პარკირების წესების დარღვევა 10 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *