პოლიტიკა
„თავისუფალმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა ზუგდიდში წარადგინა
"თავისუფალმა საქართველომ" პრეზიდენტობის კანდიდატად კახა კუკავა ზუგდიდში წარადგინა.

კუკავამ მის მთავარ მიზნად ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა დაასახელა. ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატმა ყურადღება საბანკო სისტემაში არსებულ პრობლემებზე, პენსიის ზრდაზე, ნარკოპოლიტიკასა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისებაზეც გაამახვილა.

"მტკივნეული თემაა საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა. მარწმუნებენ, რომ ამ თემაზე არ უნდა ვისაუბრო. ნარკოტიკები არის ამ ქვეყნის სენი. მთავრობა და საკონსტიტუციო სასამართლო მის ლეგალიზაციას კი არ უნდა ახდენდეს, მომხმარებელთა რაოდენობას უნდა ამცირებდეს. სახელმწიფომ უნდა გამოუცხადოს დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკებს. ეს გართობა კი არა თვითგანადგურებაა,"-განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

კახა კუკავა მიიჩნევს, რომ მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა იყიდებოდეს და მათ ბინადრობის მოწმობას არ უნდა აძლევდნენ.

"უცხოელებზე 100 000-მდე ბინადრობის მოწმობა გაიცა. ეს უნდა შეწყდეს. მიწა, ტყე და საძოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ექსკლუზიური საკუთრება უნდა იყოს,"-განაცხადა კახა კუკავამ.

როგორც "თავისუფალ საქართველო"-ში აცხადებენ, მათი ფინანსური რესურსი შეზღუდულია, თუმცა, პარტიის წარმომადგენლები ამომრჩევლებს ყველა სოფელსა და ქალაქში მოსვლას ჰპირდებიან.

პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიას გოგი წულაია უხელმძღვანელებს.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
14:01 / 20.09.2019
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
14:01 / 20.09.2019
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია
13:09 / 20.09.2019
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია "აიგრუპმა"
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია
13:09 / 20.09.2019
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია "აიგრუპმა"
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია.
22:00 / 19.09.2019
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 16 - 26 °C
img
ქუთაისი 16 - 30 °C
img
ბათუმი 17 - 24 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019