ქუთაისის ყოფილი მერი და იმერეთის ყოფილი
გუბერნატორი პრეზიდენტობისათვის იბრძოლებს. თემურაზ შაშიავილი ცესკო-ში უკვე დარეგისტრირდა. შაშიაშვილის კანდიდატურა საინციატივო ჯგუფმა წარადგინა. ჯგუფის წევრები არიან: ზაურ ნაჭყებია, დავით ხოსიაური, ლელა ებრალიძე, გიორგი წერეთელი, გელა ფარჩუკიძე, გიორგი ანჩაბაძე, ინეზა იამანიძე.
რადიო “ძველი ქალაქი” თეიმურაზ შაშიაშვილთან გასაუბრებას შეეცადა, თუმცა როგორც გაირკვა ის ამჟამდ საქართველოში არ იმყოფება.
თეიმურაზ შაშიაშვილმადაამთავრა ქუთაისის 27-ე საშუალო სკოლა. უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტსა და სანქტ-პეტერბურგის უმაღლეს პოლიტიკური სასწავლებელში. იყო ქუთაისის მერი 1993 – 1996 წლებში, იმერეთის მხარის გუბერნატორი 1995-2003 წლებში. 2009 წლის აპრილში დააფუძნა პოლიტიკური პარტია “თეთრები”, რომელიც დარეგისტრირდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. თეიმურაზ შაშიაშვილი ამავე არჩევნებზე ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად დარეგისტრირდა. მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. შაშიაშვილი 2004 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და მაშინ მან ხმების რაოდენობით მეორე ადგილი დაიკავა.