ქუთაისის მერიის სათათბირო ორგანოს- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს
ახალი შემადგენლობის ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილი დღეს გახდა. საბჭოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურისტი, ნოდარ ჯიქია უხელმძღვანელებს. ნოდარ ჯიქია საბჭომ ღია კენჭისყრის წესით აირჩია.
ასევე, შეირჩა მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი.
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო ქალაქის მერსა და ადგილობრივი თვითმმართველობას რეკომენდაციებსა და სხვადასხვა წინადადებებს წარუდგენს. საბჭო ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ბიზნეს სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. მრჩეველთა საბჭოში 21 წევრია.