“ეს არის კომერციული საიდუმლოება”
-განცხადება ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა, ირაკლი გიორგაძემ, ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკის შესახებ გააკეთა. გიორგაძე განმარტავს, თუ რატომ ვერ მიიღეს გამოთხოვილი ინფორმაცია კლინიკის საშტატო ნუსხის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრებმა.
“”პოლიკლინიკა არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც შექმნილია მოგების მიღების მიზნით. ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში პირდაპირ წერია, რომ სამეწარმეო იურიდიული პირების მხოლოდ ის ხარჯები არის საჯარო, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მეოთხე პოლიკლინიკა არ ფინანსდება არც ადგილობრივი და არც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დამოკიდებულია საკუთარ შემოსავლებზე. მათი მოთხოვნილი ინფორმაცია მიეკუთვნებოდა კომერციულ საიდუმლოებას და ამიტომ ეთქვათ უარი. თუ რაიმე კუთხით მეოთხე პოლიკლინიკის დაფინანსება მოხდა სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, აღნიშნულის შესახებ გავასაჯაროვებთ ინფორმაციას. ამ შემთხვევაში კი, ეს არის კომერციული საიდუმლოება, რომლის გამჟღავნების შემდეგ, პოლიკლინიკას შეიძლება მიადგეს ფინანსური ზიანი,”-განმარტავს გიორგაძე.
“ევროპულმა საქართველომ” კი, შესაძლოა, ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივლოს.
მერიაში აცხადებენ, რომ ჩივილის უფლებას “ევროპულმა საქართველომ” ვერავინ წაართმევს. მათივე თქმით, ინფორმაციის გაცემის შესახებ პარტიას უარი კანონის საფუძველზე ეთქვა.