პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის
“400 ათასი ლარის დახარჯვა არის დანაშაული. აშენებულ ხიდზე იატაკის გამოცვლას და შეღებვას ამდენი თანხა არ სჭირდება. ხელისუფლებაში არ აქვთ გაცნობიერებული რა ისტორიული მისია ჰქონდა ქუთაისს. მოსულები არიან მხოლოდ ფულის გასათეთრებლად.” – ამბობს გოგი წულაია.
მისივე თქმით, მაშინ როცა ქალაქში ქვეწარმავლები მომრავლდნენ და შენობების ფასადები მოუწესრიგებელია, ქალაქის ხელისუფლება ხიდს შეკეთებაში ამდენ თანხას არ უნდა ხარჯავდეს.
შეგახსენებთ, ქუთაისში “თეთრი ხიდის” რეაბილიტაციას მერიის მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ალმა რუს საქართველო” 435 999 ლარად ახორციელებს. კომპანიამ სამუშაოები 22 აგვისტომდე უნდა შეასრულოს.