“ქალაქში მეტი მოედანი, სკვერი და რეკრეაციული ზონა უნდა არსებობდეს,”
-განცხადება ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გააკეთა. ქუთაისის მერის თქმით, მერიამ კორპუსების წინ არსებული ძველი ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი დაიწყო. ადგილზე სათამაშო მოედნები მოეწყობა.
ინიციატივა ქუთაისში, ბუხაიძის N 25 კორპუსში მცხოვრებლებს ეკუთვნით, რომლებიც მერიისაგან ეზოში განლაგებული ძველი ავტოფარეხების აღებას ითხოვდნენ.
“ვფიქრობ, მოსახლეობის მხრიდან ძველ ავტოფარეხებზე უარის თქმა და ადგილზე მოედნის აშენება, ძალიან კარგი ინიციატივაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მთელი ქალაქი მოვიცვათ. იყოს რაც შეიძლება მეტი მოსასვენებელი ადგილი, რეკრეაციული ზონა და მწვანე ზოლი,”-განაცხადა გიორგი ჭიღავრიამ.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.