ღონისძიებაში მონაწილე ბენეფიციარებს მიეკუთვნებიან:
18 წელს ზემოთ შშმ პირებზე მომუშავე ორგანიზაციის ბენეფიციარები (საჭიროების შემთხვევაში მომვლელიც), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000.
3-18 წლის შშმ პირები და მათი მომვლელები.
მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები.
მიმწოდებელი” ვალდებულია ბენეფიციარების (ერთ ნაკადზე არანაკლებ 90 ბენეფიციარი, მათ შორის 10(ათი) ეტლით მოსარგებლე) დასვენება უზრუნველყოს მაგნიტური ქვიშის სანაპიროსთან პირველ ზოლში, კეთილმოწყობილ სასტუმროს კორპუსში (ბენეფიციარებს ზღვაზე გასასვლელად არ უნდა დაჭირდეს გზის გადაკვეთა) საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს კომფორტული და მისადაგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე.
სასტუმროს უნდა გააჩნდეს პანდუსი და ორი, სამი და ოთხ საწოლიანი საცხოვრებელი ნომრები, თითოეულ ნომერში მოწესრიგებული სველი წერტილებით.
სასტუმროს ყველა ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს კონდენციონერით, მაცივრით და შესაბამისი ავეჯით (კარადა, ტუმბო, მაგიდა, სკამები, სარკე) და უნდა ჰქონდეს კეთილმოწყობილი კვების ბლოკი შესაბამისი ინვენტარით.
სასტუმროში დაცული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესები და ყველა სართულზე უნდა იყოს ცეცხლმაქრი.
სასტუმროს უნდა ჰქონდეს ადაპტირებული გასასვლელი ზღვაზე, იზოლირებული ეზო დასასვენებელი სკამებით.
“მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს ბენეფიციარების დღეში სამჯერადი კვება მაღალკალორიული საკვებით, დიაბეტით დაავადებულებისათვის დიეტური საკვებით, ასევე უზრუნველყოს სამაშველო და სადღეღამისო პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევა.
სატენდერო წინადადებების მიღება 23 მაისს იწყება და 35 მაისს მთავრდება.