8 მაისს გამართულ სხდომაზე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ
№54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 48 123-ს შეადგენდა, ხოლო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა – 27 932-ს; საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
№2 გიორგი უგულავა – “ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო” – 10,417 (38,38%);
№17 გიორგი ლილუაშვილი – “საქართველო” – 124 (0,46%);
№21 ზურაბ ქართველიშვილი – “ტრადიციონალისტები” – 60 (0,22%);
№23 მამუკა ტუსკაძე – “ახალი ქრისტიან – დემოკრატები” – 399 (1,47%);
№41 გივი ჭიჭინაძე – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 15,705 (57,86%);
№42 ვასილ კოპალიანი – დამოუკიდებელი – 438 (1,61%).
საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია გივი ჭიჭინაძე (№41).
შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვახტანგ გომელაურის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა. ის ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა.