პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე www.registration.emis.ge განხორციელდება.
2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პროცესი 8 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მოხდება.
ცნობისთვის, პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, რომელიც 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, ეს სკოლის ბაზებში, გამოთავისუფლებულ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაციას გულისხმობს. ამ ეტაპზე, ასევე სკოლაში უნდა მივიდნენ ის მშობლები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით.