ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,
კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.
“მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი – საუბნო საარჩევნო კომისიები ახორციელებენ ხმების დათვლის პროცედურას. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს, კანონის ფარგლებში წარმართონ საკუთარი საქმიანობა. ასევე, მივმართავთ საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეულ წევრს, ხელი შეუწყონ მედიასა და დამკვირვებლებს საკუთარი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებაში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას,”- განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი ნება თავისუფლად გამოეხატათ.
№54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 57.9% (27 846 ამომრჩეველი).