ცენტრალური საარჩევნო კომისია ვანისა და ხონის არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობის 20:00 საათიან მაჩვენებელს აქვეყნებს.
ცესკოს ინფორმაციით, აღნიშნული დროისათვის საკუთარი არჩევანი უბნებზე 27846-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რამაც 57.9 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი აკვირდება.