პოლიტიკა
საიამ საარჩევნო კომისიის წევრების მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტები გამოავლინა
საიას ინფორმაციით, ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიაში არ გამოცხადებულა "ევროპული საქართველოს" მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრი.

ხონის #15 უბანზე შევსებული სამი საკონტროლო ფურცელი შეცდომით ჩააგდეს ძირითად საარჩევნო ყუთში. დარღვევა აღმოიფხვრა, ყუთი გახსნეს და ზედმეტი საარჩევნო ფურცლები ყუთიდან ამოიღეს, რის შემდგომაც საარჩევნო ყუთი ახლიდან დაილუქა.

აგრეთვე, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე არ გამოცხადდნენ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის" მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიის მიერ დანიშნული წევრები. 

ვანსა და ხონში გასამართ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს საიას ოცამდე დამკვირვებელი აკვირდება.
| Print |