ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით,
17:00 საათისათვის ვანისა და ხონის გაერთიანებულ #54 მაჟორიტარული ოლქში 23485 ამომრჩეველი მივიდა. მოქალაქეთა აქტივობამ ჯამში 48.8 პროცენტი შეადგინა.
54-ე მაჟორიტარულ ოლქში სულ 48123 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი – საინიციატივო ჯგუფის მიერ.