ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,
#54 საარჩევნო ოლქის პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობამ 41,1 პროცენტი შეადგინა. რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი ვანსა და ხონში ამ დროისათვის 19 ათას 789 ამომრჩეველმა მოიხდა.
#54 საარჩევო ოლქში სულ 48 123 ამომრჩეველი არის დარეგისტრირებული.
60 საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე გაიღო და საღამოს რვა საათზე დაიხურება.