ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, #54 საარჩევნო ოლქის პარლამენტის შუალედურ
არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობამ 24,3 პროცენტი შეადგინა.
#54 საარჩევო ოლქი ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტეს აერთიანებს. სულ 48 123 ამომრჩეველი არის დარეგისტრირებული.
60 საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე გაიღო და საღამოს რვა საათზე დაიხურება.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში; გარდა ამისა, 20:00 საათამდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.