“ახალი ქრისტიან-დემოკრატების” ვანისა
და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატის მამუკა ტუსკაძის ბრალდებებს “ევროპული საქართველოს” ხონის რეგიონალურ ორგანიზაციის პასუხობენ.
“მორიგი ხრიკია “ქართული ოცნების”. ალბათ, დავალება მისცეს ტუსკაძეს, რომ გაეკეთებინა ასეთი განცხადება. ხურციძე რაგბის გუნდის ხელმძღვანელია ვანში და ხონი რა შუაშია არ ვიცით. არჩევნებამდე დარჩენილია ერთი დღე და ახლა კანდიდატურას ვეღარავინ მოხსნის, ამიტომ ამ თემაზე დროის კარგვა არ ღირს,”-აცხადებენ “ევროპული საქართველოს” ხონის რეგიონალურ ორგანიზაციაში.
შეგახსენებთ, რომ ვანისა და ხონის “ახალი ქრისტიან-დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი ზეწოლის ფაქტზე საუბრობს. მამუკა ტუსკაძე აცხადებს, რომ პიროვნებამ მას და მისი პარტიის შტაბის ხელმძღვანელს დაურეკა და შეურაცხყოფა მიაყენა.