ქუთაისის მერიაში საშტატო ცვლილებები განხორციელდა.
სოციალური და საფინანსო სამსახურების უფროსების მოადგილეებისა და ეკონომიკის სამსახურში მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატები გაუქმდა. ცვლილებები შეეხო მერიის ზედამხედველობის სამსახურს, რომელსაც გამოთავისუფლებული ადგილების ხარჯზე, ხუთი შტატი დაემატა.
“ზედამხედველობის სამსახურს ხუთი 700-ლარიანი შტატი დაემატა. ცვლილებებს სახელფასო ფონდის ზრდა არ გამოუწვევია. გარევაჭრობის სფეროს შემოსვლამ განაპირობა შტატების დამატება,”-განაცხადა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსმა ირაკლი გიორგაძემ.
ზედამხედველობის სამსახურში მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.