“ქუთაისი ქვეყნის მე-2 ქალაქია და მასზე მოქალაქეებმა და ხელისუფლებამ ერთად უნდა იზრუნოს”
-აღნიშნული განცხადება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიამ გარემოვაჭრეებთან შეხვედრაზე გააკეთა.
“ქუთაისი ნელ-ნელა მიიღებს განახლებულ იერს. ქალაქი უნდა იყოს მიმზიდველი როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის. გარევაჭრობის პრობლემა წლებია არსებობს. თითქოს მისი შეწყვეტა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა პრობლემა ვერ გადაიჭრა. ადგილობრივი თვითმმართველობა თითოეულ გარემოვაჭრეს ვთავაზობთ ალტერნატიულ სამუშაო ფართს. ეს არის ე.წ. ნიკეასა და ნინოშვილის ბაზრობები. გარემოვაჭრეებისთვის აღნიშნულ ფართებში მუშაობა 3 თვის განმავლობაში შესაძლებელი უფასოდ იქნება. ასევე აღსანიშნავია, რომ ბაზრის ტერიტორიაზე არსებული პროდუქტი უფრო კონტროლირებადი და ნაკლებად უსაფრთხოა მოქალაქეებისთვის, ვიდრე ტროტუარებზე განთავსებული სურსათ-სანოვაგე,”-განაცხადა შენგელიამ.
გარემოვაჭრეობა ჭავჭავაძის გამზირზე 21 აპრილიდან აიკრძალა.