“ქართული ოცნების” დელეგატები ქუთაისიდან ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
ირაკლი შენგელია და რამაზ ჩხიკვაძე და საკრებულოს დეპუტატები: მარეხი ნიჟარაძე, ვლასი გარდაფხაძე, გიორგი ჭეიშვილი, კახაბერ ბოჭორიშვილი, მერაბ კვიცარიძე, ალექსანდრე ახალაძე, ელეონორა არჩაია და ოთარ ლორთქიფანიძე გახდნენ.
“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” დელეგატი. არჩევნების პირველივე დღიდან ჩემი პოზიცია პარტიის მიმართ ნათელი იყო. მე დიდ პატივს ვცემ იმ ხედვას, რომელიც ქართულ ოცნებას ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების მიღებისთვის გააჩნია. სიამოვნებით ვიზიარებ პასუხისმგებლობას, რომელიც მმართველ გუნდს ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე აქვს. როგორც უკვე პარტიის დელეგატი, თქვენთან ერთად, კიდევ უფრო ბევრ საინტერესო პროექტებს განვახორციელებ. მჯერა, ნდობა რომელიც პარტიამ გამომიცხადა, მომდევნო წლების განმავლობაში იქნება გამყარებული ჩემი მუხლჩაუხრელი შრომით მიღებული შედეგებით. მადლობა პარტიას, დელეგატებს, კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის,” – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
დელეგატები “ქართული ოცნების” რეგიონულ კონფერენციაზე დასახელდნენ.