ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობა 21 აპრილიდან აიკრძალება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მოვაჭრეებს გაფრთხილებები წერილობითი ფორმით უკვე მიეცათ.
რადიო “ძველი ქალაქი” აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებულ გარემოვაჭრეებს ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, მოვაჭრეებს არც ბაზრის დირექტორების მიერ გამოყოფილი ფართი მოსწონთ და არც ტერიტორიის დატოვებას აპირებენ. გამოკითხულთა შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც ფართი ბაზარში აქვთ ნაქირავები, თუმცა პროდუქტს მაინც ქუჩაში ყიდიან. დეტალები მოისმინეთ გამოკითხვაში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ გარევაჭრობის აკრძალვა პირველი მარტიდან დაიწყო. გარევაჭრობა ნებადართული არ არის ცენტრალური ბაზრის, ე.წ “პასაჟებისა” და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიებზე.