ქუთაისის მერიის სათათბირო ორგანოს- სამოქალაქო მრჩეველთა
საბჭოს ახალი შემადგენლობა მიმდინარე კვირის პარასკევს დამტკიცდება. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.
მრჩეველთა საბჭოს ძირითად მიზანს მუნიციპალიტეტში ეფექტური მმართველობის დამკვიდრება წარმოადგენს.
საბჭომ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის, საჯარო განხილვების/ფორუმების საშუალებით მიღებული რეკომენდაციების განხილვა/გადაწყვეტა და სხვ. უნდა უზრუნველყოს.