ქუთაისში, გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება.
როგორც ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა, კონცეფციის შექმნაზე ვარშავის მუზეუმის წარმომადგენლები იმუშავებენ.
“ვარშავის მუზეუმის წარმომადგენლები კონცეფციის შექმნაზე იმუშავებენ. ქუთაისის ტურიზმის ცენტრთან თანამშრომლობით კი უკვე შექმნილ კონცეფციას ვიყიდით,”-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
ე.წ “ებრაელების უბნის” ძველი იერსახის აღდგენაზე ქუთაისის ვიცე-მერმა იუზა უგულავამაც ისაუბრა. როგორც უგულავა აცხადებდა, არსებობდა ხიდის იდეა, რომელიც ბოტანიკური ბაღიდან ებრაელების უბანს დაუკავშირდება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ებრაელთა სამი სალოცავი მდებარეობს.