“ევროპა ჩვენი სახლია”-მ

 

ქუთაისის მერიის მიერ მოწონებული თეთრი ხიდის რეაბილიტაციის პროექტი დაუწუნა. როგორც ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, ქალაქის მერმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და საზოგადოების აზრი არ შეუსწავლია. “ევროპა ჩვენი სახლია”-ს წარმომადგენლებს შენიშვნები პროექტის ხარჯვით ნაწილშიც აქვთ.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ვახტანგ სიხარულიძის თქმით, ხიდი გადაადგილების საშუალებაა და მასზე ზედმეტი ქვებისა და ბარიკადების განთავსება მიუღებელია. მისივე თქმით, ქალაქში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის ფონზე, მსგავსი ღირებულების პროექტის განხორციელება საზოგადოების თანხმობის გარეშე დაუშვებელია.

“თეთრ ხიდზე შეკეთებას საჭიროებს დაახლოებით 30 ფიცარი, რისთვისაც 50 000 ლარიც საკმარისია. აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ აჩუქა მერიას რეაბილიტაციის პროექტი და თითქოს მისი განხორციელება ქალაქში ვიზიტორთა რაოდენობას გაზრდის. რა კავშირშია ტურისტების რაოდენობის ზრდა ხიდის რეაბილიტაციასთან? აღნიშნული პროექტით თეთრი ხიდი ავთენტურობას დაკარგავს,”-განაცხადა ვახტანგ სიხარულიძემ.

ორგანიზაციის წევრები ქალაქის მერიას მოუწოდებენ, რომ არ მიიღონ ერთპიროვნულად გადაწყვეტილება და საკითხი კომპეტენტურმა კომისიამ შეისწავლოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *