იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას 23 მარტიდან
გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს. გივი ჭიჭინაძე ვანისა და ხონის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.
იმერეთის უკვე ყოფილმა გუბერნატორიმედიასაშუალებების წარმომადგენლებს მადლობას უხდის. ,,მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობითვის, სიზუსტისა და სანდოობისთვის. 3 წლის მანძილზე აქტიურად აშუქებდით მხარეში მიმდინარე მოვლენებს და ყოველთვის იდექით ჩვენს გვერდით. ყველა ჟურნალისტსა და მედია საშუალებას გისურვებთ შემდგომ წარმატებებს თქვენს პროფესიულ საქმიანობაში”- წერია იმერეთის გუბერნიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ გივი ჭიჭინაძის განცხადებაში.
ვანისა და ხონის მაჟორიტარობის სურვილი ამ დრომდე 6 კანდიდატს აქვს.
პარტია “საქართველო” – გიორგი ლილუაშვილი, “ტრადიციონალიტები” – ზურაბ ქართველიშვილი, “ქართული ოცნება” – გივი ჭიჭინაძე, “ევროპული საქართველო” – გიგი უგულავა და დამოუკიდებელი კანდიდატი ვასილ კოპალიანი. პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი კანდიდატის წარგდენის ვადა 29 მარტამდე აქვთ.