“ეს იყო ტექნიკური ხასიათის შეცდომა,”
-მსგავსი განცხადებით გამოეხმაურნენ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროტესტს ქალაქში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით.
როგორც უმრავლესობის წარმომადგენლებმა განმარტეს, 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ტექნიკური ხასიათის პრობლემა დაფიქსირდა და ქალაქში გასულ წელს 2037 ძირი ხე არ მოჭრილა.
“იყო ტექნიკური ხასიათის შეცდომა. მოიჭრა 10 ძირი ხე და გადაიბელა 2027,”-აცახდებენ უმრავლესობაში.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუთაისში ხეების ჭრის ფაქტები გააპროტესტა და მათი უკანონოდ მოჭრის ნებართვის გამცემი პირების დასჯა მოითხოვა.