დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებს უმასპინძლა.
“ესენი არიან ყველაზე კეთილი და ემოციური ადამიანები. ვისურვებდი, მოგვეხდინოს ამ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია. გაგველამაზებინოს მათი ყოფა ისე, როგორც დღევანდელი დღე გავულამაზეთ. რაც შეიძლება მეტი ღიმილი ამ ბავშვებს. ჩვენ ქრომოსომებს არ ვითვლით”,- განაცხადა იმერეთი გუბენრნატორის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა.
ბავშვთა გასართობ ცენტრში პატარებს სპეციალური პროგრამა წარმოუდგინეს, რომელშიც მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. ღონისძიება სიმბოლური ფოიერვერკით დასრულდა.