ქუთაისში, ნიუპორტის ქუჩაზე
გზის საფარი კვლავ მოუწესრიგებელია. ადგილზე სამუშაოებისათვის საჭირო მასალა მიტანილია, თუმცა რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დასრულებულა.
როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, ტერიტორიაზე სამუშაოებს წყლის სისტემის სარეაბილიტაციო კომპანია SMK ატარებდა, რომელმაც აღნიშნულ ადგილზე ქვაფენილი ამოიღო. მათივე თქმით, კომპანიამ გზის საფარი თვის ბოლომდე უნდა აღადგინოს. მერიის ინფორმაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში SMK დაჯარიმდება.