საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით,
ქუთაისის მერიის შენობაზე საქართველოს დროშა დაუშვეს.
ასევე, დროშები დაუშვეს ქალაქში არსებულ ყველა ადმინისტრაციულ და საქართველოს პარლამენტის შენობებზე.
25 თებერვალი საქართველოს ანექსიისა და საბჭოთა ოკუპაციის დღეა.
აღნიშნული თარიღი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით გამოცხადდა.