ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
მერიის სამ სტრუქტურულ ერთეულს ახალი უფროსი ჰყავს.
ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად აფრასიონ ლურსმანაშვილი დაინიშნა, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად – თემურ თაბუკაშვილი, ხოლო შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს გიორგი ჭყოიძე უხელმძღვანელებს.
ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, ცვლილებების მიზანს უფრო მოქნილი და ეფექტიანი ხელისუფლების შექმნა წარმოადგენს.