ქუთაისის მერია ახალი “ქუთგანათების სერვისის”

შექმნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“ქუთაისის მერია ახალი ა(ა)იპის ,,ქუთგანათების სერვისის” შექმნით თანხების დაზოგვასა და დარგის ეფექტურად გამართვას გეგმავს. ა(ა)იპ ,,ქუთგანათების სერვისი”-ს შექმნის საფუძველზე ქალაქ ქუთაისის მერია განახორციელებს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას, გარე განათებისა და შუქნიშნების ექსპლუატაციაში.კერძოდ ა(ა)იპის დაფინანსება შეადგენს 3 463 000 ლარს, საიდანაც 1 763 000 ლარი დაიხარჯება მოხმარებული ელ ენერგიის ხარჯის დასაფარად. ძველ დაფინანსებასთან შედარებით აღნიშნული ეკონომია წარმოიქმნება, ახალი LED ტიპის 90 ვ სანათების ჩანაცვლებით. ,,ქუთგანათების” სერვისი”-ს სპეც. ინვენტარი, მომსახურების და არაფინანსური აქტივების ხარჯი შეადგენს 1 700 000 ლარს, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც ხელფასები, ასევე ახალი ტექნიკის შეძენა, პირველი წლის პერიოდში. შესაბამისად, მომდევნო წლის ბიუჯეტში ტექნიკის შესაძენად თანხები აღარ გაიწერება, რაც, ასევე, ეკონომიას ქმნის.

ქუთაისის მერია გარე განათებისა და შუქნიშნების ექსპლუატაციას, ტენდერის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული ორგანიზაციის საშუალებით ახორციელებდა, რომელზეც ყოველწლიურად 2 000 000 – 2 400 000 ლარი იხარჯებოდა. ამასთან, ცალკე მერიის მიერ ხორციელდებოდა გარე განათებების მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის ხარჯის გადახდა, რომელიც ყოველწლიურად 2 000 000 ლარს აჭარბებდა. ა(ა)იპ ,,ქუთგანათების სერვისი” მეტად ეფექტური იქნება გარე განათებისა და შუქნიშნების ექსპლუატაციისთვის. რაც შედეგობრივად უნდა აისახოს ქსელის გამართულ მუშაობაზე. ქსელის რეაბილიტაციაზე და ელექტროენერგიის ხარჯის შემცირებაზე,”-ნათქვამია მერიის განცხადებაში.  

ახალი ა(ა)იპის შექმნა ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-4 სხდომაზე ოპოზიციამ გააპროტესტა.

“ქუთგანათების სერვისის” ბიუჯეტი 3 მილიონ 463 ათასი ლარია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *