ქუთაისის მერიაში კონკურსის შედეგად
შერჩეულ სამსახურის უფროსებს დღეს წარადგენენ. გიორგი ჭიღვარია დაასახელებს თუ ვინ იქნებიან ადმინისტრაციული, ინფრასტრუქტურის, საფინანსო, ეკონომიკური და საბინაო სამსახურის უფროსები.
შეგახსნებთ, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში სამხედრო და სოციალურ საკითხთა სამსახურების უფროსებმა თავიანთი პოსტები შეინარჩუნეს, არქიტექტურის სამსახურის უფროსის შესარჩევად კი კონკურსი აწი უნდა გამოცხადდეს.
მერიაში სამსახურების ახალ უფროსებს დღეს 12 საათზე წარადგენენ.