პოლიტიკა
ტყიბულში რეორგანიზაციის პროცესი თებერვლის პირველ რიცხვებში უნდა დასრულდეს
ტყიბულის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ტყიბულის მერის მოადგილის, სოფიო ბოჭორიშვილის თქმით, რეორგანიზაცია უმტკივნეულოდ ჩაივლის.

"ეს პროცესი, სხვა მუნიციპალიტეტებისაგან შედარებით, უმტკივნეულოდ ჩაივლის, რადგან დასაქმებულთა რაოდენობა გაცილებით მცირეა. იმ გამოცდილებას, რად დაგროვილი აქვს ჩვენს თანამშრომლებს, აუცილებლად გამოვიყენებთ",- განაცხადა რადიო "ძველ ქალაქთან" საუბრისას სოფიო ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, მერის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები დაგეგმილი არაა, მხოლოდ 2-3 საშტატო ერთეულის დამატება იგეგმება,

"რომლებიც აქამდე ხელშეკრულებით იყვნენ, ისინი შტატში გადავლენ. შემცირებები ჩვენთან გამორიცხულია",- ამბობს სოფიო ბოჭორიშვილი.

როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რეორგანიზაციის პროცესი ტყიბულში თებერვლის პირველ რიცხვებში დასრულდება.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
16:20 / 01.08.2018

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ახალი ამბები
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება
16:20 / 01.08.2018

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს ნოდარ ჯიქია უხელმძღვანელებს
16:52 / 30.07.2018
ქუთაისის მერიის სათათბირო ორგანოს- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს
ვალუტა
EUR
EUR
2.9344
TRY
TRY
0.4176
USD
USD
2.5779
«« აგვისტო  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი 19 - 31 °C
img
ქუთაისი 18 - 28 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img