ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა,
ფრაქციის თავმჯომარის გიგა შუშანიას განმარტებით, ბიუჯეტი ქუთაისელებზე მორგებული არ არის და მისი ნაჩქარევად დამტკიცების ერთადერთი მიზეზი გაზრდილი ხელფასების აღებაა.
“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის პროტესტს ” ევროპული საქართველოს” წევრებიც შეუერთდნენ, თუმცა მათ სხდომა არ დაუტოვებიათ.
როგორც დავით გოგისვანიძემ განაცხადა, ” ევროპული საქართველო” ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.
გიგა შუშანიამ საკრებულოს თავმჯდომრე ნიკოლოზ ლატარიას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდან 91-ე მუხლის ბეჭდური ვერსია გადასცა, სადაც, მისივე თქმით, ის წესებია ჩამოთვლილი, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი უნდა განხილულიყო.