ქუთაისის მერიაში საბინაო სამსახურის
მე-3 კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია. აღნიშნული თანამდებობის დაკავების მსურველი არავინ აღმოჩნდა. ვაკანსიაზე განაცხადები არ შესულა.
რეორგანიზაციის ფარგლებში, მერიის მიერ გამოცხადებული იყო ხუთი სამსახურის უფროსის, მოადგილეების, განყოფილებების უფროსების და სპეციალისტების ვაკანსიები.
11 გამოცხადებულ ვაკანსიაზე სულ 18 განაცხადი შეარჩიეს. მერიიდან მოწოდებული ინფორმაციით, გასაუბრებაზე 6 არ გამოცხადდა.