ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში
რეორგანიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება. სამუშაო ადგილი უკვე 32-მა ადამიანმა დატოვა. მიმდინარეობს სამსახურის უფროსობისა და განყოფილების ხელმძღვანელობის კანდიდატებთან გასაუბრება.
საკრებულოში ვაკანსიები გამოცხადდა: ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ადმინისტრაციული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში), ადმინისტრაციული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა(საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიაში) და საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (საქმისწარმოების საკითხებში) თანამდებობებზე.
“ყველაფერი გამჭვირვალედ მიდის იმის მიხედვით ვინ რა სამუშაო გასწია, ვინ არის პროფესიონალი. ერთი საკითხის შესახებ მინდა განვაცხადო. ქალაქის მერი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევ სამსახურის ფუნქციებიდან, დებულებიდან გამომდინარე არ მოხდეს საშტატო ერთეულების გაორება, 2-3 კაცი აკეთებდეს ერთ საქმეს”, – განაცხადა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გენადი კუჭუხიძემ.