ქუთაისის საკრებულომ მერაბ მეშველიანის უფლებამოსილება ცნო.
გადაწყვეტილება დეპუტატებმა რიგგარეშე პირველ სხდომაზე მიიღეს.
“მადლობას ვუხდი ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც არჩევანი “ევროპული საქართველოს” სასარგებლოდ გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ პარტიიდან ორი ადამიანი ვართ წარმოდგენილი, გვაქვს გამოცდილება და კვალიფიკაცია იმისა, რომ განვახორციელოთ აღმასრულებელი ხელისუფლების მონიტორინგი. გარდა ამისა, გვექნება ახალი წინადადებები და შეთავაზებები, რომლებიც მოსახლეობისათვის მისაღები იქნება,”-განაცხადა მეშველიანმა.
თავდაპირველად “ევროპული საქართველოდან” საკრებულოში დავით გოგისვანიძე და ნანა ქუმელაშვილი შევიდნენ. შიდაპარტიული წესის მიხედვით მერაბ მეშველიანმა ნანა ქუმელაშვილი ჩაანაცვლა.