ქუთაისის საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა.
გადაწყვეტილება დეპუტატებმა საკრებულოს პირველ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს.
ახალი ფრაქციებია “ქართული ოცნება -კონსერვატორები” და “ქართული ოცნება – მრეწველები”, რომლებიც “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი დეპუტატებით დაკომპლექტდნენ.
“გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და ჯანსაღი კამათი იქნება, რაც სასიკეთოდ წაადგება ჩვენს თანამოქალაქეებს. საკრებულოში არ იქნება მორჩილი უმრავლესობა, რომელიც ყველაფერზე ხელს აწევს. აქ იქნება საინტერესო საკითხების განხილვა,”-განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარემ ნანა კოსტავამ.
მმართველ გუნდს ქუთაისის საკრებულოში სულ სამი ფრაქცია ეყოლება. “ქართული ოცნება”, “ქართული ოცნება -კონსერვატორები” და “ქართული ოცნება – მრეწველები”.