ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოში ორი ახალი აპარატი გამოიყო.
აღნიშნულის შესახებ განცხადება საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ გააკეთა.
ლატარია განმარტავს, რომ ახალი მოწვევის საკრებულოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება იმუშავებს.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ცვლილება შტატების გაზრდას არ გამოიწვევს. ნიკა ლატარიას აზრით, ცვლილების განხორციელება საკრებულოს უფრო ეფექტური მუშაობისთვის იყო საჭირო.