ქუთაისის საკრებულოში 2 ახალი
ფრაქცია შეიქმნება. ახალი ფრაქციების დაფუძნების შესახებ დეპუტატები ხვალ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. ახალი ფრაქციები “ქართული ოცნება -კონსერვატორები” , “ქართული ოცნება – მრეწველები” იქნება.
ახალი ფრაქციები იმ დეპუტატებით დაკომპლექტდება, რომლებიც ფრაქცია “ქართულ ოცნებას” გამოეყვნენ.
ამ ცვლილებებით, მმართველ გუნდს ქუთაისის საკრებულოში სულ სამი ფრაქცია ეყოლება. “ქართული ოცნება”, “ქართული ოცნება -კონსერვატორები” და “ქართული ოცნება – მრეწველები” .
ხვალ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული, განსახილველ საკითხებს შორის ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” ცვლილებები და ახალი ფრაქციების შექმნა იქნება.