საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების
თანამდებობებზე ირაკლი შენგელია და რამაზ ჩხიკვაძე აირჩიეს.
“ვაპირებ, ვიზრუნო იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქუთაისის მოსახლეობას აწუხებს. რაც მთავარია, ვიზრუნებ იმაზე, რომ საკრებულოს მუშაობაში ჩართული იყოს მოქალაქეთა სექტორი. შევეცდებით, საკრებულოს მთავარი პრინციპი იყოს ღიაობა,”-განაცხადა შენგელიამ.
საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა “ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტის ნიშნად დატოვა და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.