ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს
თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია. ფარული კნეჭისყრით დეპუტატებმა ნიკოლოზ ლატარია აირჩიეს.
“მადლობას ვუხდი ამომრჩევლებს. ვპირდები ქუთაისელებს, რომ ამ ქალაქისათვის მომავალი უკეთესი იქნება,”- განაცხადა ლატარიამ.
კენჭისყრას არ დასწრებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, რომლებიც აცხადბენ, რომ არჩევნებმა ტოტალური გაყალბებისა და შანტაჟის ფონზე ჩაიარა. “ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.