ქუთაისში ცესკოს მონაცემებით,
“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. გიორგი ჭიღვარიამ 86,64% მიიღო, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, 13,36% მიიღო.
გიორგი ჭიღვარიამ ამომრჩველეს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა , რომ მზადაა იყოს ყველა ქუთაისელის მერი.
,,ჩვენ გავიმარჯვეთ! ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაქალაქელს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ყველა თქვენგანის მერი. ერთად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, იმისთვის რომ ქუთაისმა ღირსეული ადგილი დაიჭიროს ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე და იყოს ძლიერი ქალაქი ძლიერი საქართველოსთვის. გპირდებით, რომ მომდევნო 4 წელი იქნება წარმატებული “-განაცხადა გიორგი ჭიღვარია.