ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ცნობილია.
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ამომრჩეველთა ხმის 87, 55 პროცენტი მიიღო, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 12,45.
საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, გიორგი ჭიღვარიას სასარგებლოდ არჩევანი 23 569 ამომრჩეველმა დააფიქსირა, ხოლო გრიგოლ ვაშაძის 3307-მა.
არჩევნების მეორე ტურზე 15 231 ქალი ამომრჩეველი მივიდა.
საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 4 საჩივარია დაფიქსირებული, რომლებიც განიხილება და დაკმაყოფილდება.