ქუთაისში 15:00 საათისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე 18012 ამომრჩეველი მივიდა.
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, 15:00 საათისათვის დაფიქსირებულმა ამომრჩეველთა რაოდენობამ საერთო ამომრჩევლის 11,8 პროცენტი შეადგინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურზე 15:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 17 000-ით მეტმა ამომრჩეველმა დააფიქსირა.
ამ დროისათვის საჩივრების რაოდენობა კვლავ 2-ს შეადგენს.