არსებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში
საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი. გავრცელებული ინფორმაციით, პოსტს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დატოვებს.
გაერთიანდება ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები. გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელი კი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება.
მოქმედი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია კი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს.
ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძის და დიმიტრი ქუმსიშვილის მოქმედი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურები განიხილება.
ასევე, გავრცელებული ინფორაციით, გაერთიანდება კულტურისა და სპორტის სამინისტროები. გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელი კი მიხეილ გიორგაძე იქნება.
“გურიანიუსის” ინფორმაციით, გაერთიანდება სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროები და მას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.
თუ კი აღნიშნული საკადრო ცვლილებები განხორციელდება საქარტველოში 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.