საჩხერეში ახალი სამუსიკო-სამხატვრო სკოლა და საბავშვო ბიბლიოთეკა გაიხსნა.
სკოლა 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს. დაწესებულებაში ცეკვისა და ფოლკლორის ანსამბლები იფუნქციონირებს და სხვადასხვა სახელოვნებო ჯგუფი გაიხსნება.
ახალი სკოლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას იმერეთის ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე ესწრებოდნენ.
სკოლის შენობა 90-იან წლებში მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, რის გამოც შეუძლებელი გახდა სკოლის აღნიშნულ შენობაში ფუნქციონირება.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 მილიონ ლარამდე შეადგინა.